სამსახურის თანამშრომლებმა განათლების სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ ბათუმში გამართეს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა განათლების სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ ბათუმში გამართეს. შეხვედრას...
2024-04-12
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სიახლეების შესახებ ტრენინგი გორის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ჩაუტარდათ. დამსწრე აუდიტორიას ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ავთანდილ ლეფსვერიძემ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა - ლიკა ტანიაშვილმა გააცნეს.
შეხვედრის ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიეწოდა ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიზნები და მოქმედების სფერო, ტერმინები, მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, პირდაპირი მარკეტინგი, ვიდეო/აუდიო მონიტორინგი და სხვა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, დეტალური ინფორმაცია მიეღო მათთვის საინტერესო საკითხებზე.