სამსახურის თანამშრომლებმა განათლების სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ ბათუმში გამართეს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა განათლების სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ ბათუმში გამართეს. შეხვედრას...
2024-04-19
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის“ (GPA) ახალი სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე გახდა, რომელიც მონაცემთა დაცვის საკითხებს გენდერის ჭრილში განიხილავს (“Intersectional Gender Perspective in Data Protection Working Group”).
სამუშაო ჯგუფს სამსახური მექსიკის „გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტთან“ (INAI) ერთად უხელმძღვანელებს. ჯგუფში გაერთიანებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის 15-მდე საზედამხედველო ორგანო და აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაცია.
სამუშაო ჯგუფის მიზანია უზრუნველყოს მონაცემთა დაცვის პოლიტიკის, პრაქტიკისა და ჩარჩოების შემუშავება და განხორციელება გენდერული საკითხების სენსიტიური ხასიათის გათვალისწინებით. ჯგუფის მიზანია მონაცემთა დამუშავების პროცესში განსაზღვროს და მართოს გენდერული ნიშნით წარმოშობილი რისკები, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ინკლუზიურობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქტიურად იღებს მონაწილეობას „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის“ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში და განაგრძობს მონაცემთა დაცვის პარტნიორ საზედამხედველო ორგანოებთან ურთიერთთანამშრომლობას, რათა ხელი შეუწყოს ასამბლეის მისწრაფებებისა და სტრატეგიული მიზნების განხორციელებას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა განათლების სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ ბათუმში გამართეს. შეხვედრას...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრებისთვის საინფორ...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობის მიზნით დაინტერესებული პირებისთვის, მორიგი ერთდღიანი ო...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა. ლელა ჯანაშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებ...