01

ვინ ვართ ჩვენ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც საქართველოში 2013 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს. ინსპექტორის აპარატი ზედამხედველობს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებას და ახორციელებს მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლს.

ინსპექტორის აპარატის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი
02

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს ინსპექტორი ხელმძღვანელობს. ის დამოუკიდებელია, არ ექვემდებარება არც ერთ თანამდებობის პირსა და ორგანოს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორზე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება.

ინსპექტორად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და შესაბამისი საქმიანი და მორალური თვისებები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ირჩევს საქართველოს პარლამენტი 3 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი ინსპექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

2013 წლის 1 ივლისს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე დაინიშნა თამარ ქალდანი. 2016 წლის 2 ივლისს თამარ ქალდანი პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად მეორე ვადით აირჩია.

03

საქმიანობა

  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე და სამართალდამცავ სტრუქტურებზე ზედამხედველობა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებაზე ზედამხედველობა და მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლია. ამ მიზნით ინსპექტორის სამსახური საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს:

  • საჯარო და კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება);
  • მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით მოქალაქეთა განცხადებების განხილვა;
  • საჯარო და კერძო დაწესებულებებისათვის, აგრეთვე ფიზიკური პირებისათვის მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
  • საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირება.

 

2017 წელს საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებების საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახორციელებს ყველა ტიპის ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლს.

04

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი

ინსპექტორის გადაწყვეტილებები

ინსპექტორის გადაწყვეტილებით შეიქმნა ონლაინ პლატფორმა, სადაც მოქალაქეთა განცხადებების განხილვისა და ინსპექტირებების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების ნაწილი საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. მათი მოძიება ვებგვერდის სტუმარს სხვადასხვა კატეგორიის - მაგალითად თარიღის, დავის საგნის, გატარებული ღონისძიების მიხედვით შეუძლია. რეესტრის განახლება ხდება ეტაპობრივად.

ნახე მეტი

05

სტრატეგია

06

2018 წლის სტატისტიკა

  • განცხადებების და შეტყობინებების რაოდენობა:

    •  382

     

  • კონსულტაციების რაოდენობა:

    • 6101
  • ინსპექტირების რაოდენობა:

    • შემოწმდა 115 საჯარო და 355 კერძო ორგანიზაცია
    • გამოვლინდა 280 სამართალდარღვევა
  • ტრენინგები და საჯარო ლექციები:

    • 1164 მონაწილე
    • 38 შეხვედრა

     

07

წლიური ანგარიშები

  • ანგარიში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2013
    გადმოწერა
  • ანგარიში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2014
    გადმოწერა
  • ანგარიში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2015
    გადმოწერა
  • ანგარიში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2016
    გადმოწერა
  • ანგარიში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2017
    გადმოწერა