ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ლელა ჯანაშვილი

ლელა ჯანაშვილი

სამსახურის უფროსი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს და თანამდებობის პირს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ხელშეუხებელია. მასზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში უკანონო ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება.

2022 წლის 1 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას ლელა ჯანაშვილი ახორციელებს.

 

ლელა ჯანაშვილი

სამართლის დოქტორი  (2003 წ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

სამართლის დოქტორი  (PhD – 2019 წ. ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტი)

 

დაბადების თარიღი: 14.10.1970

 

სამუშაო გამოცდილება:

2022 წლის 1 მარტიდან ― პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი;

2015-2022 ― ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი;

2012-2022 ― იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი;

2006-2011 ― ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი;

2004-2009 ― თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის კონსტიტუციური სამართლის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი;

2003-2004 ― საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მთავარი მრჩეველი;

1993-2003/2004-2006 ― საქართველოს გენერალური პროკურატურა, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორი; სტაჟიორი, სტაჟიორ-პროკურორი, პროკურორი (სამოქალაქო და საარბიტრაჟო საქმეებზე სასამართლო აქტების კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველო; სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი სამმართველო; სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე ზედამხედველობის განყოფილება).

 

აკადემიური საქმიანობა:

2015 წლიდან დღემდე ― ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მეთოდების მიმართულების ასოცირებული პროფესორი;

2022 წლის 1 თებერვლიდან დღემდე ― ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის  მოწვეული პროფესორი;

2016, 2018, 2021-2022 ― გრანადის უნივერსიტეტის, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის,  ლა კორუნიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ერაზმუსის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში;

2009-2015 ― ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მეთოდების მიმართულების ასისტენტ-პროფესორი.

 

სამეცნიერო კვლევითი პროექტები:

2019 ― სეზონური სკოლა/საერთაშორისო კონფერენცია: „ევროპის უსაფრთხოება და თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფო (საქართველოს მაგალითი)“, პროექტის ხელმძღვანელი, დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

2017-2019 ― „ესპანური ტოპონიმების, ანთროპონიმების და დარგობრივი ტერმინების (ლინგვისტურ-ლიტერატურულ, სამართლებრივ და საჯარო ადმინისტრაციის სფეროებში) დაზუსტება და ქართულ ენაში მათი გამოყენების ნორმების შემუშავება“, პროექტის ძირითადი პერსონალი, დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

2015-2016 ― „საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემათა გადაწყვეტის გზები ბელგიისა და ესპანეთის ტერიტორიული მოწყობის შედარებით-სამართლებრივი ანალიზის ფონზე“, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, დონორი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;

2013-2014 ― „ახალი ევროპის შექმნა ― საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ევროპეიზაცია“, ინდივიდუალური გრანტი/მკვლევარი, დონორი ორგანიზაცია: ფონდი ღია საზოგადოება (OSF-GFGP- Global Faculty Grants Program – research/publications Grant).

 

ნაშრომები:

ლელა ჯანაშვილიგიორგი ამილახვარი (კოორდინატორები), სტატია/საკონფერენციო მასალები: „ევროპის უსაფრთხოება და თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფო (საქართველოს მაგალითი)“, გამომც. „სამშობლო“, თბ., 2021 წ., გვ. 19-30; 1-234;

მარინე კობეშავიძესოფიო ფეიქრიშვილილელა ჯანაშვილიქეთევან ხუსკივაძე (თანაავტ.), მონოგრაფია: „ესპანური ტოპონიმების, ანთროპონიმების და დარგობრივი ტერმინების (ლინგვისტურ-ლიტერატურულ, სამართლებრივ და საჯარო ადმინისტრაციის სფეროებში) დაზუსტება და ქართულ ენაში მათი გამოყენების ნორმების შემუშავება“, გამომც. „უნივერსალი“, 2020 წ., გვ. 201;

სადისერტაციო ნაშრომი: “Human trafficking y la prevención administrativa de una nueva esclavitud”, Departament de Dret Públic i de Ciències Historicojurídiques, Universitat Autònoma de Barcelona, 2019 წ., გვ. 326;

სტატია: “Derechos Humanos y Human Trafficking: Analisis de sus factores y elementos”, კრებულში: Seguridad Humana y Derechos En Defenza del Estado de Derecho, გამომც. “Universidad del Norte”, 2019 წ., გვ. 149-166;

სტატია: „სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ― განვითარებული დემოკრატიის ნიშანი versus სამართლის დარღვევა“, პროფესორ იროდიონ სურგულაძისადმი მიძღვნილი სტატიათა კრებული, გ. ფერაძე (კოორდინატორი), 2018 წ.;

ლელა ჯანაშვილიგიორგი გოგიაშვილი (თანაავტ.), მონოგრაფია: „საქართველოს ტერიტორიული მოწყობის პრობლემათა გადაწყვეტის გზები ბელგიისა და ესპანეთის ტერიტორიული მოწყობის შედარებით- სამართლებრივი ანალიზის ფონზე“, 2017 წ.;

სტატია: “Orden Constitucional y eleccion de la politica exterior de Georgia (objetivos, problemas y perspectivas”, კრებულში: En Defenza del Estado de Estudios sobre las tensiones entre la seguridad y la libertad en el mundo de hoy, გამომც. “Universidad del Norte”, 2016, გვ. 77-89;

ლელა ჯანაშვილიგიორგი გოგიაშვილი (თანაავტ.), „სახელმწიფო ტერიტორიული ორგანიზაციის თანამედროვე პრობლემატიკა“, „სამართლის ჟურნალი“ № 2, 2016, გვ. 52-68.

 

თანამშრომლობა უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან:

2021 წლიდან დღემდე ― ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის პროფ. მანუელ ბალბეს სახელობის ადამიანის უსაფრთხოების კათედრის წევრი;

2020 ― ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ექსტრაორდინალური დოქტორის წოდება გამორჩეული სადოქტორო კარიერისათვის;

2011 წლიდან დღემდე ― ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის კვლევითი ჯგუფის: „თავისუფლება, დემოკრატია და სახელმწიფოთა ტრანსფორმაცია“ მკვლევარი;

2015 წლიდან დღემდე ― სახელმწიფოთა კონსტიტუციური ტრანსფორმაციის შემსწავლელი უნივერსიტეტთაშორისი ქსელის კოორდინატორი (იტალიის სალენტოსა და ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტები, ესპანეთის ― სევილიის, კადისის და ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტები, კოლუმბიის ბარანკიის უნივერსიტეტი და თსუ);

2019 წლის 24  ივლისი-20 აგვისტო ― ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და ისტორიულ-იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის მკვლევარი;

2010 წლის 1-14 აგვისტო ― მოწვეული ლექტორი, ფონდი ღია საზოგადოება ― Hesp ReSet, OSI, International Regional Project “Eternal Capitals” Log-In ID: 40020278 Project Code: E1106 Project Name: ReSET 2009/Conception of Eternal Capitals-From Ancient Cosmopolitan Cities to Modern Megapolises, სტამბოლი, თურქეთი;

2009-2011 ― ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, განვითარებისა და საერთაშორისო კოოპერაციის ესპანური სააგენტო, პოსტ-სადოქტორი სტიპენდია. ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და ისტორიულ- იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტი.

 

განათლება:

2019 წლის 21 მარტი ― სამართლის დოქტორი (Ph.D.) ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ადამიანის უსაფრთხოებისა და გლობალური საჯარო სამართლის სადოქტორო პროგრამა;

1999-2001 ― იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, გათანაბრებული სამართლის დოქტორთან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის კონსტიტუციური სამართლის მიმართულება;

1988-1993 ― სამართალმცოდნე, იურისტის კვალიფიკაცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

 

უცხო ენები:

ესპანური, ინგლისური, რუსული, კატალონიური