ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-04-01

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მორიგი შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის მხარეში გაიმართა


,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მორიგი შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის მხარეში თვითმმართველობების წარმომადგენლებთან გაიმართა.

შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და მცხეთის, თიანეთის, ყაზბეგის, დუშეთის, ახალგორის თვითმმართველობებში (მერია/საკრებულო) პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით დასაქმებული შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, ასევე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული - დავით ნოზაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი - გიული ფიცხელაური და აპარატის სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები დამსწრე აუდიტორიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ია ყიფიანმა, სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა - ლიკა კობალაძემ და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - შავლეგ თოდუამ გააცნეს.

მომხსენებლებმა დეტალურად განიხილეს კანონით გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, პროფაილინგი, პორტირება, აუდიო და ვიდეომონიტორინგი, მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ჯარიმების ცვლილება და სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა. ასევე, ინციდენტი და სამსახურისთვის მისი შეტყობინების ვალდებულება.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

კანონით გათვალისწინებული სიახლეების გაცნობის მიზნით, სამსახური აქტიურ შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატით, მომავალშიც გააგრძელებს.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები