ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-04-26

ლელა ჯანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მერაბ ტურავას შეხვდა.

შეხვედრის ძირითად თემას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებები წარმოადგენდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე - თენგიზ მამულია , საკონსტიტუციო სასამართლოს სამდივნოს, ადამიანური რესურსების მართვისა და მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელები.

შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, ყურადღება გამახვილდა მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის ვალდებულებაზე. შეგახსენებთ, რომ ახალი კანონი 1 მარტიდან მოქმედებს, თუმცა აღნიშნული ცვლილება, 1 ივნისიდან შედის ძალაში.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები