ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-03-27

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო ქადაგიძეს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ცვლილებები და საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული ფუნქციების ფარგლებში მონაცემთა დამუშავების კანონიერების საკითხები. ასევე, პერსონალურ  მონაცემთა ოფიცრის დანიშვნის/განსაზღვრის პრაქტიკული ასპექტები. 

 საუბარი, ასევე, შეეხო მჭიდრო თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მენეჯერი აკაკი მაისურაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მთავარი კონსულტანტი ლაშა ლურსმანაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი, სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე თენგიზ მამულია და  იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ლიკა კობალაძე.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები